შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

როცა სისუსტე იქცევა ძალად

დღეს უსამართლოდ ასამართლებთ გქვიათ მსაჯული
მსგავსი სინაგლე არც ერთი გზით არა მართლდება
ეს დღეც ჩაივლის , თქვენი ძალით რომ არს მართული
ცრემლების მდენი ყველა ფაქტი გასამართლდება

ეს ვაჟკაცობა ქართველ ერს რომ ძველთაგან მოგვსდევს
ქალი სუსტია - მსგავსი ფრაზა არ გამაგონოთ
არც კი იფიქროთ წასვლაზე და ველოდოთ მომსვლელს
დროა საქვეყნოდ ჩვენი ხმა რომ მტერს გავაგონოთ

და დავაბრკოლოთ ყველა ძალა მტრისგან შობილი
თუ კი ვერ იგრძნობს ჩვენი ერი თავის უფლებას
სისტემა არის უსამართლო , ჩვენთვის გმობილი
განა რას ვითხოვთ , მხოლოდ ამ ერთს - თავისუფლებას
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →