შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მეოცნებე

მეოცნებე ვარ
მეუბნებიან დაგღუპავს მაგრამ
არც ერთი წუთით არ ვთმობ ოცნებას
უმოქმედოდ ვერ დაველოდები
გემრს როდის დაძრავს, ტალღის მოქცევა

არც დამარცხების არ მეშინია
სანამ დაცემას ღიმილით ვხვდები
გარშემო ვიცი ბევრს მომივლიან
სუსტი წერტილის ძებნაში მტრები

გიჟად ჩამთვლიან , მხოლოდ იმიტომ
ვერ დავიწერე მათთან ქულები
დღეს შეიძლება მე მათზე ქვემოთ
შრომით , ხვალ მათზე ზემოთ მოვხვდები

ვერ ვპოვებ იმედს , სხვის გაწვდილ ხელში
მაგრამ არ მიჭირს მივიღო რჩევად
ვერ გავერევი , ამაყთა წრეში
ყოველთვის მქონდა სიმდაბლე ჩვევად

ირონიასაც გადავაბიჯე
დაცინვა თავზე საყრელად მქონდა
გუშინ მიჭირდა , დღეს წამოვდექი
ხვალ რწმენით სავსე გზებიდან მოვალ

ბრმად არ მივდივარ , რწმენას მივყვები
შრომით ვიცო რომ მოვაღწევ შედეგს
დრო არ მჭირდება , ისე მივხვდები
რომ უწერია დანგრევა კედლებს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →