შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შუბლის ძარღვი არ გაგიწყდეს მეგობარო

შუბლის ძარღვი არ გაგიწყდეს მეგობარო
ყველა შემდეგს კი ვუშველით რამეს
სხვას ზემოდან არ უყურო მეომარო
ერთნაირად შევცქერივართ მთვარეს

წარმოდგენას დამიკარგავ მენდე
თუ ღარიბ კაცს გამოარჩევ მდიდარს
მე ღარიბი მირჩევნია მეკვლედ
ოჯახისთვის რომ დასახავს მიზანს

ფრენის ცოდნას სწავლა უნდა მეგობარო
მჯერა შეძლებს , გაამართლებს იმედს
შანსი უნდა , გთხოვ აცადო მეომარო
წლების წინად , დაემონა ფიქრებს

ცხოვრებაში მთავარია შებრალება
სისხლით მტერს რომ განუცხადებ ძმობას
სასიკვდილოდ ბოროტიც კი მენანება
რჩეული თუ დააფასებს ნდობას

სულ შიმშილი რომ გიკლავდეს იმდეს
უფულობა რომ გართმევდეს ძალას
ბოროტება ნუ გაგირყვნის იმ ერთს
ყველა მაგ შენს , ცუდ ქცევას რომ ფარავს

მაგ შუბლის ძარღვს გაუფრთხილდი მეგობარო
ერთხელ წყდება , არ უშველის ფერება
არ გეგონოს აღმავლობა სამუდამო
შეგეშლება და ცხოვრება გერევა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →