შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

პოლიტიკა

გააწმინდეს უწმინდური გველის გესლი
წრფელი გრძნობით არც ერთი არ მინახავს
მათ ქმედებებს დღემდე ვცდილობ , ვერ ვხსნი
რაც არ მახსოვს , ისტორია გვინახავს

როგორ მიმძიმს ორი ჯგუფის მორალი
ერთმანეთს რომ სიკვდილამდე ჭამენ
არ იციან , ამ დროს ჯგუფის ლიდერები
ერთ ქოხში რომ ათენებენ ღამეს

ამოდ რომ იყენებენ ხალხის ხმას
ხალხის ხმით რომ აიმაღლეს ტონი
ვერ ბედავენ გამოეყონ ხალხის გარსს
წინა ფრონტზე გაილაშქრონ ომის

რეალურად ჩვენი ქვეყნის მიზნებში
დრო გადის და არაფერი იცვლება
და ჩვენც, ფსევდო ელიტარულ პირებში
მხოლოდ თავის მოტყუება გვიხდება
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →