შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

არასოდეს მითხოვია

არასოდეს მითხოვია შენდობა
მიზეზია რადგან ყველა მენდობა
ნგრევის შემდეგ საჭიროა შენება
რომ მოგვინდეს ერთმანეთის ფერება

ყველა ნაკლი გადაფარეს ფერებმა
და მიზნებში აირია ოცნება
გაიწელა ღამეების თენება
აღარ მინდა არც დღეების მოცდენა

ერთი არის დასახული მიზანი
გადახვევა ტოფლასია სიკვდილის
და საწყენი სულ ყოველთვის ის არის
კაცი მუდამ შეცდომას რომ მისტირის

ოცნებებში გახვეულმა ფიქრებმა
არ იქნება ცილი ურცხვად დაგწამონ
და იქნება კიდევ ბევრი დილემა
მთავარია შეცდომებმა გასწავლონ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →