შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიყვარულს არ სჭირდება ზედმეტი ფიცი

სიყვარულს არ სჭირდება ზედმეტი ფიცი
სიტყვით ვერ აჩვენებ რამდენად გიყვარს
საქმეა მთავარი , მე მჯერა იცი
სხვის ხმაში რომ გრძნობდე იმ ერთის ფიქრსაც

როდესაც მიაღწევ დასახულ მიზანს
აგრძნობინე რომ უზომოდ გიყვარს
არ გააკარო , ცივ ნიავს - გრიგალს
არავინ არჩიო , არასდროს მისთავს

ყოველთვის უთხარი რომ შენ ის გიყვარს
და მის სახეზე ღიმილი გხიბლავს
დაუმტკიცე რომ საფიცარს ნიშნავს
ანგელოზს ადარებ სიწმინდით მის თავს

გამიტაცეს უკვე , მრავლად არაფრისმთქველ ფიქრებმა
აზრი არ აქვს , სიტყვის ძალას გრძნობით თუ არ ითქმევა
ბევრსაც უჭირს უკვე თავის , პირად მესთან მიგნება
ჩემს გოგოსთან ერთად თქეშში , ცისარტყელა იქმნება
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →