შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქალი_რომელი?

მითრანდირი 1 წლის წინ
ცარიელ ქუჩაში მიმოაბიჯებს,
მარტოსულობის მწარე ისარი,
თუკი ოდესმე რამე გტკენია,
მერწმუნე სწორედ აი ის არის.

რა უღმერთოა განგება ქვეყნის,
ხელს სულ ფათურით სულში ჩაგიყოფს,
და ვინც ღირსია შენი თავისა,
მასთან სარეცელს როდი გაგიყოფს.

Მე კი მიყვარდა და მეც ვუყვარდი
თუმცა სხვადახვა იყო ყოველი,
ვერცერთმა ნახა რა სიყვარული,
ღმერთო ჩვენიდან რაღას მოელი?

რომელი იყო მართალი მაშინ?
შემომიბრუნდა ყოველი ავად,
"ქალი" - რომელსაც ვუყვარდი თუ
გოგო, რომელიც მიყვარდა თავად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →