შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მეხრე

მითრანდირი 1 წლის წინ
რაც არ უნდა გადახვიდე თავზე,
რაც არ უნდა ჩაუკვირდე ჭორებს,
ვერ გაარჩევ სიცრუეში მართალს,
ღრიალით ვერ გამოდენი ჯორებს.

Მაგრამ იქნებ მოგეცადა მაინც,
კვლავ გაგეღო შენი გულის კარი,
დაგევიწყა, არ მიყვარდი თითქოს,
ასე კოხტა, ასე ნაზი ქალი

თუნდაც ერთხელ დაგეძახა, გეხმე,
ანდა ერთხელ ჩაგეხუჭა თვალი,
გავხდებოდი შენი სულის მეხრე,
მექნებოდა სიკვდილამდე ვალი.

ჩამოდგება ისევ რიგი მწუხრის,
მიმოფანტავს ყოველივე ლამაზს,
აბა ეს ცა, ჩემს თავზე რომ ქუხის,
შენ გგონია, მივენდობი ამას?

Მაგრამ რწმენა არ მომშლია დღესაც,
გავეგები შენს წინაშე ფერხთით,
გაპატიებ, გელოდები წელსაც,
ყველა ნატვრას მოსდევს სიტყვა - ღმერთით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →