შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზამთარი, პეიზაჟი

ერეკლე 5 თვის წინ
მზე ეფერება გაყინულ ქალაქს,
ზამთრის ნელთბილი სხივებით ათბობს,
წვიმის გრილ ჩაის ასმევს უზმოზე
და თან ჯამბაზი ღრუბლებით ართობს...
მერე კი თეთრი გამოყო თავი,
გათოვდა გრილი, წუწუნა წვიმა,
მსუბუქმა ქარმაც თეთრი ფიფქები
ქალაქს თანაბრად გაუნაწილა...
ღამემ მოუსწრო აქტიურ ქალაქს,
ჩაუქრო ზმე და აძინებს ქუჩებს,
მთვარით შეათბო ღრუბლის საბანი
უსურვებს ტკბილ ძილს, უკოცნის ტუჩებს...

2013
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →