შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შენ - უცხო მგზავრი

შენ - უცხო მგზავრი,
ჩემი სახლის კართან მოხვედი,
დამიკაკუნე და დაღლილმა
თქვი, რომ გწყურია.
მე ჭიქა წყალზე შევბრუნდი და
სანამ მოგხედე,
ვხედავ - წასულხარ, კარიც უხმოდ გაგიხურია.
მე - კარს აქეთ ვარ - ჭიქით ხელში,
შენ კი - ბილიკზე
ამტყდარ გაზაფხულს გაჰყოლილხარ, გზას დაეწაფე..
არც მოიხედო, აქ დამტოვე, ყარიბ მიწაზე,
ოღონდ ეცადე, მზე იპოვო..
ოღონდ ეცადე!

/ Annabel Clause /
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →