შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

🦋🖤

მომავალს ველი,
წარსულში რა დამრჩენია.
აწმყოში ვცხოვრობ,
მაგრამ წარსულის კვალი დამმჩნევია.

ვცოცხლობ, ვარსებობ,მიყვარს სიციცხლე,
მაგრამ წარსული მირევს გონებას,
იქნებ რაც იყო იქვე დავტოვო, ფიქრი გონებას ეამბორება.

თითქოს დამთვრალი,
დამთვრალი ფიქრით,
ჩვეულ სასმელი იპყრობს გონებას
და რაც დრო გადის მით უფრო ვხვდები რომ ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას.

და ვერც გავუგე, ვერც მკვიდრს ამ ქვეყნად.
თითქოს ისინიც იყვნენ დამთვრალნი.
იქნებ სიცოცხლე არც იქით არის,
იქნებ ცხოვრება მხოლოდ აქ არი.

მკვიდრნიც, ამ ქვეყნად გაცივდნენ თითქოს,
და სიბოროტის დრო დადგა ალბათ,
ყოველი ხალხი გაქვავდა ვფიქრობ,
ყველას ეშმაკი თან ახლავს ახლაც.

ზოგ დამთვრალს ალბათ ძალუძს სიცოცხლე,
ზოგსაც სასმელი სწყურია ახლაც,
ზოგსაც ბეზრდება აწი სიცოცხლე,
ზოგი აღარ სვამს, მობეზრდა ალბათ.

უხილავ სასმელს იმ თასში დასხმულს,
და მას სიცოცხლის წყარო რომ ჰქვია,
ხანაც უდროოდ თავდება ხანაც,
მობეზრებამდე სიცოცხლე ჰქვია.
Laravel

კომენტარი

5
ლაშა კობიაშვილი
„ფიქრი გონებას ეამბორება“ - კაი მიგნებაა...
ანი ვარადაშვილი
მადლობაა🥰 რამოდენიმე მაქვს ატვირთული ფბზე
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →