შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არეული ფიქრები🖤

არეული ოთახი და,
არეული ფიქრები.
დარჩენილი ნოტები და,
ძველებური რითმები.

ვითომ ჩუმი ღამეები
გარეთ ცივი ფიფქები,
დაკუჭული ქაღალდები,
მილიონი ფიქრები.

მოხმაურე აზრები და,
ისევ ჩუმი ცრემლები,
გადაყრილი ფუნჯები და,
ისევ ბნელი ფერები

ისევ, წერა.. კალამი..
ძველისძველი ბგერები
ჭუჭყიანი პალიტრა,
ზედ შემხმარი ფერებით.

ნახატები, უცნაური,
დასრულებას ითხოვს,
მე კი ისე მომბეზრდა
რომ მათ გადაყრას ვფიქრობ.

რაღაც არის კვლავაც,
გაგრძელების წყურვილი,
მაგრამ წერის ამჯერად
აღარა მაქვს სურვილი.

არეული ფიქრები და,
ისევ ბნელი ზეცა,
მოდი თავს არ მოგაწყენთ,
ოღონდ დავწერ ერთსაც.
Laravel

კომენტარი

13
ნინი ვარადაშვილი
ნინი ვარადაშვილი მომავალი ფსიქოლოგი დონე 1 · ახალბედა 5 წლის წინ
მიყვარხარ
ნიკა კუკავა
ნიკა კუკავა ჯერ არშემდგარი მწერალი დონე 1 · ახალბედა 5 წლის წინ
გიხდება ეს სტილი
გიორგი ვასაძე
ყოჩაღ❤
ბექა გიორგაძე
რა საყვარლები ხართ 😃 ♥♥
ბექა გიორგაძე
რა საყვარლები ხართ 😃 ♥♥
ბექა გიორგაძე
დები ♥ (სავარაუდოდ) 😃
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →