შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

***

ანი ბალუ 2 წლის წინ
ამ ხალხის გულებს სიცივე იპყრობს
უკვე აღარ სწამთ ქვეყნად არაფრის
და გვაჩვენებენ თავს ისე თითქოს
რომ შენი ესმით როგორც არავის .

მაგრამ ვაი რომ ზურგსუკან შენზე
ისვრიან ჭორებს იფხანენ ენებს
მე ყველაფერი მკიდია ფეხზე
თქვენს გამო კი არ დავიჭრი ვენებს

თქვენ კი პასუხის გაცემა გიწევთ
თვით მაღალ ღმერთთან ჩემთან კი არა
რაც გინდათ ის თქვით ვერ გამომიწვევთ
წარბს არ შევიხრი ისიც კი არა

იყავ მართალი იარე წრფელად
როგორც ოდესღაც უვლია ქართველს
იმ ჩვენს წინაპარ ვაჟ-კაცებს ძველად
მთელი ცხოვრება უვლიათ ასე.

(ა.ო)
Laravel

კომენტარი

1
გიო (-საბ'ელი-) კაკულია
გიო (-საბ'ელი-) კაკულია ახალგაზრდა სამოყვარულო პოეტი და პუბლიცისტი დონე 1 · ახალბედა 5 თვის წინ
შესანიშნავია!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →