ჩანაწერი
Laravel
მთვარე ყანწია ამ ფიქრთა შესმის
მთვარე ყანწია ამ ფიქრთა შესმის,
ეთქმის ყოველთა ტანჯულთა სევდა,
ჩემდა ცუდ ბედად მხოლოდ მას ესმის,
თესვის გარეშე რად აღმოცენდა,
აღმოაჩენდა ვითომ კი განა,
რომ არა წყალში მხტომარე თავით,
ღამით მაჯებზე მთრთოლვარე დანა,
ანდა ტანს ფრთები სხვა ეულთათვის,
ამ სნეულთათვის კაშკაშა მთვარე,
არეს რომ აქცევს აზრთა ვნებაში,
ხელგაშლით ყველას თავგზას აურევს,
დაუჭერს ავს მხარს აღსრულებაში.
ცუდ დღეობაში მყავდა მეგობრად,
მეგონა წუხდა ჩემი გულისთვის.
სიყვარულისთვის არის მეომრად,
მარად მნათობი ამ წრფელ გრძნობისთვის.
დრომ იცის მხოლოდ ღირდა თუ არა,
შარა გზას ხიზნულ მზეთა შვილები,
არ ვიძირები ვით მატყუარა,
წავალ იქ სადაც დანარჩენები.
2023
ეთქმის ყოველთა ტანჯულთა სევდა,
ჩემდა ცუდ ბედად მხოლოდ მას ესმის,
თესვის გარეშე რად აღმოცენდა,
აღმოაჩენდა ვითომ კი განა,
რომ არა წყალში მხტომარე თავით,
ღამით მაჯებზე მთრთოლვარე დანა,
ანდა ტანს ფრთები სხვა ეულთათვის,
ამ სნეულთათვის კაშკაშა მთვარე,
არეს რომ აქცევს აზრთა ვნებაში,
ხელგაშლით ყველას თავგზას აურევს,
დაუჭერს ავს მხარს აღსრულებაში.
ცუდ დღეობაში მყავდა მეგობრად,
მეგონა წუხდა ჩემი გულისთვის.
სიყვარულისთვის არის მეომრად,
მარად მნათობი ამ წრფელ გრძნობისთვის.
დრომ იცის მხოლოდ ღირდა თუ არა,
შარა გზას ხიზნულ მზეთა შვილები,
არ ვიძირები ვით მატყუარა,
წავალ იქ სადაც დანარჩენები.
2023
Laravel
კომენტარი
0