შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ახლა როცა ოქტომბერი გაქრა

ახლა როცა ოქტომბერი გაქრა,
თან გავყევი უსაშველო ძილით,
მეორე მე შემომეფრქვა ტალღად,
ვიცი დიდხანს ჩემს გარეშე ვივლი,

სანამ ჩავთვლემ ბოლო არის წამი,
შენს სიმღერას თან წავიღებ საბნად,
მივილევი ამ ნოემბრის ღამით,
და ვიქცევი ერთ მშვენიერ ამბად.

2023
Laravel

კომენტარი

1
ქეთი გელბახიანი ინგლისური ენის პედაგოგი, ფსიქოლოგი დონე 1 · ახალბედა 7 თვის წინ
ლამაზია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →