შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჩამობინდა ერთიანად

ჩამობინდა ერთიანად,
მომავალი რუხი გზები,
ეშინიათ ღმერთიანად,
ამიტომაც ვერა გხვდები,

დემონებსაც რომ შეშურდათ,
გამოგკეტეს ზემოთ ცაში,
ჩიტს რა უნდა, ჩიტს რა უნდა,
ჩიტს რა უნდა გალიაში?

ფრთა გაშალე, გაგიწვიმდა,
მომსწრე ვერ ხარ თეთრი კაბის,
ერთს ვნატრულობ, ხილვა მინდა,
ხილვა მინდა შენი სახის.

2023
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →