შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მაშინ როცა მიჯნურობდი

მაშინ როცა მიჯნურობდი,
ლექსებს თურმე რაღაც აკლდა,
ვითომ ჩემს აზრს კითხულობდი?!
ეგ მეორედ აღარა სთქვა!

სურვილი მაქვს დაუჭკნობი,
ზეცას ცეცხლად მოვედები,
თუმც ყველას ვერ მივენდობი,
ვერც მათ გულებს მოვუხდები.

რაზეც ერთხანს ვიქორწინე,
რასაც გონში გამოვსახავ,
რაც ვიარე, ვიბორძიკე,
განა ღიად გამოვხატავ?

არ დამშრალა ეს მელანი,
ტრფობის ჟინით დამთვრალთათვის,
ვინც სამყაროს ვეღარ არის,
მხოლოდ მათთვის, მხოლოდ მათთვის!

2023
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →