შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩემი ფანჯრიდან მზე მოსჩანს

ჩემი ფანჯრიდან მზე მოსჩანს,
შენს ფანჯრებს იქით არაფერია,
ჩემი სარკმლიდან ცა მოსთქვამს,
შენს სარკმელს წვიმა არ უხარია.

ჩემი ფანჯრიდან ელვა წუხს,
შენს ფანჯარაზე ჩრდილია,
ჩემი სარკმლიდან ისევ ქუხს,
შენს სარკმელს შიგნით ძილია.

ჩემს ფანჯარასთან უფსკრული,
შენს ფანჯარაზე ფარდები,
შენი სარკმლიდან რუელი,
ჩემი სარკმლიდან ვვარდები.

2022
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →