შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ბოლო წელია

ბოლო წელია პოეზია აღარ მინახავს,
აღარც ლექსების მომაკვდავი მესმის ძახილი,
გადავიწყებულს სამარეში გვერდით ვინ მახლავს,
წერა კი არა,სხეული მაქვს სუნთქვით დაღლილი,
დასასრულია სიკვდილამდე მთელი ცხოვრება,
და რა რთულია არ უარყო ზეცის გეგმები,
წარმოიდგინე პირწითელი მკვლელიც ცხონდება,
მე კი ჯოჯოხეთს ხელგაშლილი შევეგებები,
რადგან არა ვცნობ არანაირ გულით სინანულს,
ვსწავლობ სიცივეს,ისეთივეს შენ რომ გჩვევია,
შემომიხვდება უკვდავება ღამით შინ წასულს,
თუკი ვაზაში აბი მაინც შემომრჩენია.
აი ხომ ხედავ როგორ ძლიერ წერა გართულდა,
ახლა ვღიღინებ სისულელეს ფიქრით გალეშილს,
ეს ჩემი ყეფაც რაღა გახდა,რით ვერ დასრულდა,
ამდენ ტირილს და ამდენ დრამებს რით ვერ გავეშვი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →