შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იქნებ შენით მეშველოს

იქნებ შენით მეშველოს თავს თუ ვეღარ ვერევი,
დამავიწყო წარსული და როგორმე დავლაგდე,
თვალზე აღარ მეწეროს ცრემლისფერი ბგერები,
და გამხადო ჭკვასრული, სანამ ყოფა ავლაგმე,

ალაგ-ალაგ ალაგ-მე, ალაგ-ალაგ ალაგ-შენ,
იქნებ მარტო დაგტოვე, იქნებ შენ მიმატოვე,
აზრებს ვეღარ ვალაგებ, ვიძირები ტალახში,
შენი ფიქრი მათხოვე, შენი ხმა მომათხოვე,

ისაუბრე მიდი ხო, გამაგონე სიტყვები,
მითხარი რომ გიყვარვარ, მითხარი რომ გჭირდები,
დღესაც სიზმრად გიცდი რო დაგახვედრო ტიტები,
ცხადში თამბაქოდ ვყარვარ და სიმთვრალით ვგმინდები,

შემომხედე მოვედი, აი ისიც, აი მე,
იქნებ შენც რომ გამოჩნდე ყველაფერი დალაგდეს,
ბანალური პოეტი - ვაიმე და ვუიმე,
ალაგ-ალაგ ალაგ-შენ, ალაგ-ალაგ ალაგ-მე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →