შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დროის ნიაღვართან სახე შემეცვალა

დროის ნიაღვართან სახე შემეცვალა,
ისევ ყრმობის წლებში მინდა გადავიდე,
რა ვქნა,ნოსტალგია სენად შემეყარა,
მარტოდ დარჩენილი ფიქრის გადამკიდე,

ტიტას ეკალ-ბარდი ვინც კი ჩამოჰკიდა,
ყველა მათთაგანი დუელს შევიხვედრე,
მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა,
მისი პრობლემები მარტომ შევიკედლე,

რაღაც ვერ გამოდგა ტრფობა დაშაქრული,
და ის პირობებიც გვერდით ვერ არიან,
რაღაც უჩვეულოდ მოდის დასასრული,
რაღაც უჩვეულო ფილმის სცენარია,

ალბათ სინანულიც უკვე გვიანია,
თანაც მონატრება სადღაც გავისროლე,
მაგრამ ერთად ყოფნას რაც კი გვინახია,
იმის ნახევარი რად არ გაიყოლე?!

დროის ნიაღვართან სახე შემეცვალა,
ისევ ყრმობის წლებში მინდა გადავიდე,
რა ვქნა,ნოსტალგია სენად შემეყარა,
მარტოდ დარჩენილი ფიქრის გადამკიდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →