ჩანაწერი
Laravel
გამიფრინდნენ ფიქრები
გამიფრინდნენ ფიქრები სადღაც უცხო მხარეში,
დავრჩი დაობლებული ჭიქა არყის ამარა,
ვითარც ნაზი ფიფქების მოვარდნილი თარეში,
ზეცით დაუღლებული თვალთმაქცობის კაბარა,
ვითარც ერთი აჩრდილის ასი გამოვლინება,
თითო არსის წყვეტილი არსებობის ძიება,
ვერსადმპოვე ადგილის უკუნითი ცვლილება,
და ჟამს გადაკვეთილი ცრემლთა ცხელებ-ციება.
დავრჩი დაობლებული ჭიქა არყის ამარა,
ვითარც ნაზი ფიფქების მოვარდნილი თარეში,
ზეცით დაუღლებული თვალთმაქცობის კაბარა,
ვითარც ერთი აჩრდილის ასი გამოვლინება,
თითო არსის წყვეტილი არსებობის ძიება,
ვერსადმპოვე ადგილის უკუნითი ცვლილება,
და ჟამს გადაკვეთილი ცრემლთა ცხელებ-ციება.
Laravel
კომენტარი
0