შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მაგიდის კიდეს სასმელი მიტევს

მაგიდის კიდეს სასმელი მიტევს,
ჩემი ფიქრები ოდნავ მთვრალია,
ვერ ვხვდები სხვების გართობის მიზეზს,
ვერ ვიგებ ასე რა უხარიათ,

ქალებმა ტრფობით მივსეს სასმისი,
ახლა მეწყვილის გვერდით არიან,
მე მხოლოდ შენთან მინდა ხალისი,
მათი სამყარო ჩემთვის მკვდარია.

მორიგი ჭიქა და სადღეგრძელო.
(აქაურობა ძალზედ ყალბია,
აქ ყოფნა ასე რად გავაგრძელო,
აქედან სხვები რად არ გარბიან).

სულ ათი წუთი და მოაჯირი,
ფრენა და ცურვა ერთად მინდება,
ახლა ისეთი განწირვით ვტირი,
ალბათ სიგიჟე გამოვლინდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →