შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბაღის სურნელი შენსას შემოჰგავს

ბაღის სურნელი შენსას შემოჰგავს,
თუ შენგან მომსდევს,ვეღარა ვხვდები,
მითხარი,ასეთ სევდის შემომტანს,
მარადჟამ ტრფობით თუ დანებდები,

იქნებ მოგბეზრდე,წლებმა წაიღოს,
გრძნობები ჩემი დარდით ნარევი,
იქნებ რაც გინდა ეს ის არ იყოს,
მე კი გამიჩნდეს ნაიარევი.

ერთია მხოლოდ ახსნა ქცევების,
-შენთან შეხვედრის ამოჩემება,
მაგრამ მაშინებს ჩემი ჩვევები,
მაგრამ მაშინებს მათი ჩვენება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →