ჩანაწერი
Laravel
დავძლიე ღამის აზრთა ჭიდილი
დავძლიე ღამის აზრთა ჭიდილი,
ჩემთან გუშინაც არვინ ყოფილა,
მინდა სიცოცხლე,მინდა სიკვდილი,
მინდა გონება დედიშობილა,
სანამ გავიგებ საერთოდ ვინ ვარ,
ზამთრის ღამეებს დარდად ვედები,
გამთენიისას სარკმელთან ვზივარ,
და ოცნებებში დავეხეტები,
განა მომავლის,არა,წარსულის,
ჩემს ფიქრს მომავალს როგორ მივანდობ,
ცოტა იერი დამკრავს ზრდასრულის,
თორემ ბავშვობის წლებში ვბინადრობ,
ჯერ არ მომვკვდარვარ,სადღაც აქა ვარ,
აქა ვარ მაგრამ,თან სადღაც იქა,
თურმე აქა-იქ სადღაც გავმქრალვარ,
თურმე აქა-იქ წლები გაიქცა.
2024
ჩემთან გუშინაც არვინ ყოფილა,
მინდა სიცოცხლე,მინდა სიკვდილი,
მინდა გონება დედიშობილა,
სანამ გავიგებ საერთოდ ვინ ვარ,
ზამთრის ღამეებს დარდად ვედები,
გამთენიისას სარკმელთან ვზივარ,
და ოცნებებში დავეხეტები,
განა მომავლის,არა,წარსულის,
ჩემს ფიქრს მომავალს როგორ მივანდობ,
ცოტა იერი დამკრავს ზრდასრულის,
თორემ ბავშვობის წლებში ვბინადრობ,
ჯერ არ მომვკვდარვარ,სადღაც აქა ვარ,
აქა ვარ მაგრამ,თან სადღაც იქა,
თურმე აქა-იქ სადღაც გავმქრალვარ,
თურმე აქა-იქ წლები გაიქცა.
2024
Laravel
კომენტარი
0