შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

საათის ჭრილზე ოთხია ღამის

საათის ჭრილზე ოთხია ღამის,
მშვიდია ქუჩა და წინ ბინები,
ალბათ მიზანი რომ მქონდეს რამის,
როგორმე მეც კი დავიძინებდი,

მთვარეა მუდამ ჩემი აკვანი,
სხვა სამყაროში გადასასვლელი,
როგორ მწირია გზა გასაკვალი,
როგორ მწირია გზა გასავლელი.

საათის ჭრილზე ხუთია ღამის,
უმისოდ წამებს ვერ მივხვდებოდი,
ალბათ იმედი რომ მქონდეს რამის,
აქამდე ბაღს არ შემოვრჩებოდი,

მოიცვა არე ნოემბრის ნისლმა,
სულ გადაფარა თვალწინ იერი,
როგორ რთულია სახლამდე მისვლა,
როგორ რთულია ეს მიწიერი.

2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →