შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე ისევ შენი მოგონებით ვარ

მე ისევ შენი მოგონებით ვარ,
შენ ვერ მიმიხვდი საერთოდ რა მჭირს,
ახლა სახლიდან მოშორებით ვარ,
და შებინდება შემმოსავს რაჭის,

არ მჭირს სათქმელი,გარდა სიგიჟის,
რაც იყო ისიც ჰპოვეს მგოსნებმა,
მე მოტრფიალე მთების სიშიშვლის,
ველი რომ მეტად შეიმოსება,

ისე ამშვენებთ თოვლის ფანტელი,
რარიგ შენ გხატავს თეთრი კაბები,
და ეს მთაც გახდა ჩემი მტანჯველი,
და მე ამ მთებშიც ვეღარ გავთბები.

2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →