შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქალაქს ატყვია შემოღამება

ქალაქს ატყვია შემოღამება,
ზამთრის სუსხებში გადახვეულა,
ფიქრებს ბგერები გვერდში აება,
და ჩემს ღრიალად გადაქცეულა,

ფართოა ქუჩა და მოგონება,
მარტოა სული და იტანჯება,
უნდა გაფრენა,ხორცს მოშორება,
და ამ აზრების აქ მოტოვება,

ვყვირი ხმამაღლა,თავდავიწყებით,
ზეცის ზარების მინდოდა ბანი.
გუშინ საღამოს რას ვიფიქრებდი,
გავიღვიძებდით მე და საკანი.

2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →