შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მეთაურო

იქნებ გძინავს სხვა ფიქრებით დაიღალე,
ანდა ჯერაც იქნებ სულ არ დაიბადე,
მეთაურო ვკვდებით,მეთაურო მალე,
მეთაურო გეხვეწები დაუჩქარე,

ხმალი ქარქაშშია,ფარი ხელში ტყდება,
შენი გამოჩენის იმედი არ ქრება,
მეთაურო ვკვდებით,მეთაურო მალე,
მეთაურო ამ ალყიდან გაგვიყვანე,

მარცხნივ ისრებია და მარჯვნიდან შუბი,
უკვე რაზმის შიგაც ჩამოვარდა შუღლი,
მეთაურო ვკვდებით,მეთაურო მალე,
მეთაურო სანამ თითზე ჩამოგვთვალე.

02.12.24
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →