შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

და ახლა,ამ წამს,და ამ მომენტში

და ახლა,ამ წამს,და ამ მომენტში,
ზამთრის სუსხები გარემოს ახრჩობს,
მე ჩაძირული სევდის მორევში,
გაყინულ ოთახს გრძნობებით ვათბობ.

კედლებს სიწითლე შემოჰპარვიათ,
სცხელათ,ან შერცხვათ ჩემი გოდების,
კედლებს ამბები არსად არ მიაქვთ,
მეზღაპრედ ვიქეც უხმო ლოდების.

ელოდებიან,მეც ველოდები,
როდის ახდება ჩვენი ზღაპარი,
ერთად ყველანი როს შევგროვდებით,
რომ შვილებს ვუყვეთ ჩვენი ამბავი.

2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →