ჩანაწერი
Laravel
ყოველი დღე წინას მეტზე ვიწყენ
ყოველი დღე წინას მეტზე ვიწყენ,
ვეეჭვები ძველ და ახალ აღთქმას,
გუშინდელზე გამეტებით ვითმენ,
წუთისოფლის უაზრობად აღქმას.
მინდა ჭკვაზე გადასული მერქვას,
მერე ფიქრებს რაღა გამიმძაფრებს,
მინდა თოკით გამოვება ზეცას,
როგორც სცენის თოჯინები ძაფებს.
მაშინ როცა გალაქტიკა სდუმდა,
ყელში ბურთი ვეღარ გავაჩერე,
-ავიხდინო რაც კი რამე მსურდა,
ავიხდინო რაც მინდოდა,მერე?
2024
ვეეჭვები ძველ და ახალ აღთქმას,
გუშინდელზე გამეტებით ვითმენ,
წუთისოფლის უაზრობად აღქმას.
მინდა ჭკვაზე გადასული მერქვას,
მერე ფიქრებს რაღა გამიმძაფრებს,
მინდა თოკით გამოვება ზეცას,
როგორც სცენის თოჯინები ძაფებს.
მაშინ როცა გალაქტიკა სდუმდა,
ყელში ბურთი ვეღარ გავაჩერე,
-ავიხდინო რაც კი რამე მსურდა,
ავიხდინო რაც მინდოდა,მერე?
2024
Laravel
კომენტარი
0