შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დღეს ქუჩაში პოეტებმა მიცნეს

დღეს ქუჩაში პოეტებმა მიცნეს,
მეც მინდოდა ერთი-ორი მეთქვა,
საპასუხოდ ისეთები მითხრეს,
გული იქვე ნაცარტუტად მექცა,

დღეს ქუჩაში პოეტებმა მიცნეს,
დღეს პოეტებს შევეჩეხე სახტად,
პოეტებმა დამცინავად მითხრეს,
ჩემი ლექსი ძველმოდური გახლდათ,

დღეს ქუჩაში პოეტებმა მიცნეს,
დღეს პოეტებს ისეთები უთქვამთ,
პოეტებმა დამცინავად მითხრეს,
პოეზია ჩემზე მეტად უყვართ.
...
დღეს გავიაზრე ჩემდა ცუდ ბედად,
საათის წიკწიკს თუ რა მოჰყვება,
დღეს გავიაზრე რომ ჩემთან ერთად,
პოეტიცა და ლექსიც მოკვდება.

14.10.2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →