ჩანაწერი
Laravel
შეღამება ნაცნობ ქუჩებს უმზერს
შეღამება ნაცნობ ქუჩებს უმზერს,
მოგონება მოსვენებას მიკრთობს,
აღარ ვიცი ხორცი თუ გაუძლებს,
გონება კი გასაფრენად მიხმობს.
გაბრუება შემომაკლდა ვატყობ,
არყის ყლუპი პოეზიას მითბობს,
თავში აზრებს ვეღარ და ვერ ვაწყობ,
ორ ნაწილად დავიშალე თითქოს.
ჩავფიქრდი და მარტოობა ვიხმე,
სიმარტოვე მერამდენედ ვიგრძნო,
ნეტავ ახლა შემხვდებოდეს ვინმე,
ნეტავ ვინმემ ლექსი წამიკითხოს.
11.10.2024
მოგონება მოსვენებას მიკრთობს,
აღარ ვიცი ხორცი თუ გაუძლებს,
გონება კი გასაფრენად მიხმობს.
გაბრუება შემომაკლდა ვატყობ,
არყის ყლუპი პოეზიას მითბობს,
თავში აზრებს ვეღარ და ვერ ვაწყობ,
ორ ნაწილად დავიშალე თითქოს.
ჩავფიქრდი და მარტოობა ვიხმე,
სიმარტოვე მერამდენედ ვიგრძნო,
ნეტავ ახლა შემხვდებოდეს ვინმე,
ნეტავ ვინმემ ლექსი წამიკითხოს.
11.10.2024
Laravel
კომენტარი
0