ჩანაწერი
Laravel
სანამ ეს ღამეც გაუამინდებს
სანამ ეს ღამეც გაუამინდებს,
ქუჩას მივყვებით მე და ლექსები,
ვიცი ასე მყოფს არვინ მიიღებს,
მე კი მცდელობებს ვერ შევეშვები,
ვიცი გახუნდა უბეს რვეული,
შევერითმები რაღაც ღარიბულს,
მაგრამ რა ვუყო,ვით ჭირვეული,
კვლავ ველოდები მეტად ღირებულს,
და ალბათ ერთხელ,ალბათ შემთხვევით,
ამისრულდება ჩემი ოცნება,
იქნება რაღაც სულისშემკვრელი,
იქნება დარდი და გაოცება,
ფრთებს მაშინ გავშლი,ახლა მაშინებს,
ნუთუ ულექსოდ გარდავიცვლები,
ნუთუ არავინ არ მომიგონებს,
ნუთუ სულ ყველას დავავიწყდები.
2024
ქუჩას მივყვებით მე და ლექსები,
ვიცი ასე მყოფს არვინ მიიღებს,
მე კი მცდელობებს ვერ შევეშვები,
ვიცი გახუნდა უბეს რვეული,
შევერითმები რაღაც ღარიბულს,
მაგრამ რა ვუყო,ვით ჭირვეული,
კვლავ ველოდები მეტად ღირებულს,
და ალბათ ერთხელ,ალბათ შემთხვევით,
ამისრულდება ჩემი ოცნება,
იქნება რაღაც სულისშემკვრელი,
იქნება დარდი და გაოცება,
ფრთებს მაშინ გავშლი,ახლა მაშინებს,
ნუთუ ულექსოდ გარდავიცვლები,
ნუთუ არავინ არ მომიგონებს,
ნუთუ სულ ყველას დავავიწყდები.
2024
Laravel
კომენტარი
0