შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჭერზე ჭაღით ჭრელდება

ჭერზე ჭაღით ჭრელდება მოციმციმე სხივები,
ხალხის ხმათა ხორხოცი სარკმელიდან იჭრება,
გლოვა-გმინვით გრძელდება მსხმოიარე მძივების,
დრომოჭმული დალოცვის ძალით განაწილება,

ყელზე ყულფად ყვავიან ნაჩუქარი ფსკვნილები,
აღარც ახსოვთ აქამდის შემოქმედის მტევნები,
უშენობით ჩხავიან შენი ქმნილი შვილები,
თავზეც აღარ გადამდის,გახდნენ ჩემი მძევლები.

2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →