შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სადღაც, მთებში

მე მინდა დამწვას შენმა თვალებმა
და დამიმტვრიო ძვლები ხელებით;
მინდა თაფლივით ვდნებოდე შენში
და არ ქრებოდეს ჩვენი ვნებები;
შენ იყო ჩემი და გვერქვას ერთნი,
გადავიაროთ მწვანე ქედები
მიტაცებ ხელში და მაწვენ თქეშში
შენი გულმკერდით ჩემსას ეხები;
გაიქცნენ ტყეში ჩვენი ცხენები
შენ შემომხვიე მჭიდროდ მტევნები
სამოთხეს უდრის ერთი შეხება
ჯოჯოხეთია, როცა მეყრები....
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →