შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

!!!

ზეუბარი 1 წლის წინ
არ ვიცი ასე დღე-ნიადაგ რა უნდა იყოს,
მე, ვხედავ აზრებს, როგორც ტაიფუნს, სიღრმეში მიპყრობს,
იქ მიმაქანებს, სადაც მხვდება პრინციპი თითქოს,
ჩანს პიროვნება მუხლმოდრეკით ნათელს რომ ითხოვს,

თუ მიიცვალა, არსებობის განვლილ გზას ფიქრობს,
ვერ გაუგია, რომ საძვალე რა შორს არს მისგან,
ნატრობს იმ წამებს გადაწყვეტის რომ ეთქვა სიტყვა,
თვით იმ ცხოვრებას შეგნებულად უპასუხებდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →