შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მანდილოსანი

ზეუბარი 1 წლის წინ
მანდილოსანი,
გავიდა "გაღმა" შვილების გამო,

მუშაობს ქარში, წვიმაში
ბენზინგასამართ სადგურზე,

მოდის კლიენტი მძვინვარე,
მდიდარი, ფულით მძინარე,

ემსახურება მას ქალი
თავმდაბლად, შვილით მღვიძარე,

ფიქრობს, რომ მალე წავიდეს
იკავებს ცრემლის მდინარეს,

ფულს მანქანიდან გადაუყრის,
როგორც მონასა მოლარეს,

თვალებზე წასკდა ცრემლები
დამცირდა მარტოდ მდგომარე

შვილების გამო უთმენდა
დედა, სამყაროს მშფოთვარეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →