შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იმედით ხვალ

ზეუბარი 1 წლის წინ
სევდიან დღეებს სიო ოდნავ შეეპარება,
და მომაწვება ღამისეული, ფიქრების გამა,
მე, შენს თვალებში ცრემლი რომ ასველებს,
სულის სიღრმეს ვხედავ ქალავ,

აქვე ხის ტოტებს რომ ფოთლები დასცვივა,
ედემში გამოცდას გავხარ,
ხელი გავიწოდე, წესი დავარღვიე
სულში კაეშანი ჩამრჩა,

მოგონებები კაშხალს მოსდგომია
ნაკადს ელოდება ახალს,
იერუსალემ, იერუსალემ, იერუსალემ,
მზის სხვი, რა შორიდან დაგჰკრავს.

ეს კი იმედია, მძიმედ დაგრეხილი
ქალაქს სიმბოლურად გავხარ,
სულის აკვანში კი, როცა ჩავიხედე
შენი ალგორითმი დამხვდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →