ჩანაწერი
Laravel
ნოემბერი
როცა მე დავიბადე ცაზე ვარსკვლავების მეჯლისი იყო, ხეებზე ფოთლები ფერს იცვლიდნენ და იდეალური ფერების კომპოზიცია საოცრად სასიამოვნო სილამაზეს ქმნიდა. ტალღები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ და ნაპიროსაკენ მოექანებოდნენ. სავსე მთვარე ანათებდა არემარეს. ქუჩაში ლამპიონები თავდახრილები იდგნენ, თითქოს ჯერ არ იცოდნენ, რომ ჩემი სახით ულამაზესი გოგონა ევლინებოდა ქვეყანას. სიწყნარე მეფობდა, ამიტომაცაა, რომ დღემდე დუმილი მირჩევნია ყველაფერს...!
Laravel
კომენტარი
0