შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შეხსენება

ანა ხარატი 10 თვის წინ
ღამეა, ღვინო დავლიე
და მისმა წვამ თვალთ დამიბუნდა.
კვლავაც მეძგერა, გულზე, მარტოობის
ეს მწველი გრძნობა და არც გამქრალა.

ღვინო დავლიე და მივხვდი ისევ,
რომ გამახსენდა ეს მწველი ძრწოლა.
ო, როგორ მძულს და როგორ მძაგს
და თან რომ მიყვარს ეს მარტოობა.

ღვინო დავლიე და კვლავ დავუსვი,
ეს კითხვა საკუთარ უძირო თავს:
რატომ ვარ, რისთვის ვარ
ან ვისთვის გავჩნდი
და რად მოვედი მე ამ ქვეყანას?

რამდენჯერ ვებრძოლე ამ მარტოობას,
რამდენჯერ ვეცადე ძირფესვად ჩახშობას.
რაც უფრო დრო გადის
მე ვკარგავ მეოთხედს,
და სიცოცხლის გულს
ძგერის ფეხთ აწყობას.

ღვინო დავლიე და გაბუჟებულს,
სიამოვნებით რომ მეღიმება,
კვლავაც მინდება ისევ გადავკრა
და ვწერო ლექსი ამ ამოსუნთქვად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →