შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

უსასრულო კედლები

ანა ხარატი 1 წლის წინ
სულით დავიმალე,
გონით დავიკარგე,
სიმყუდროვესა და ქაოსში გავიფანტე.
ნანატრი დღეებით, დადგომის დარად,
ეულ რეალობას მივეკარე.
დაკეტილ ოთახს კარი ჩამოვგლიჯე,
და სულ კინწისკვრით
კოსმოსი დავაშრე.
და მიჩვეულმა, და გათანგულმა
ახალი ოთახი კვლავ დავალგე.

ახალმა სიბნელემ ძველი შეცვალა,
ახალმა სინათლემ ბჟუტვა დაიწყო
და მეც ავყევი, ფეხი ავუდგი,
ახალი გუბე კვლავ ფეხ-ქვეშ დავგე.
გამორკვევას რომ მოვრჩი, მივხვდი,
სულით დავიკარგე,
გონით დავიმალე,
სიმყუდროვესა და ქაოსში...
სულ უხმაუროდ გავიფანტე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →