შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სულის სიმღერა

ანა ხარატი 1 წლის წინ
მე წავიმღერებ გიტარის ნოტებს
და სიმშვიდეში დავიკარგები.
და იქ ვიქნებით,
მე და გიტარა,
სხვა ვერ შეგვიშლის,
ვერ შემოგვყვების.

ჰარმონიულად მე წავიმღერებ,
სიმშვიდის ნოტებს გულში ჩავიკრავ,
და წარმოშობილ სიცოცხლეს სულში
კვლავ ჩავაკერებ, არ განვიქარავ.

მე და მუსიკა, მე და სიმღერა
მომავლის სურვილს ისევ გავაჩენთ
და მონდომებით სადღაც წინ, სულ წინ
ისევ ღიმილით სულს წავუმღერებთ.

მელოდიები, სანოტო ხაზები,
ფერებში სიცოცხლით იკლაკნებიან
და სხივებივით მზის სინათლესაც
თავისი სითბოთი ეჯიბრებიან.

მე წავიმღერებ გიტარის ნოტებს
და სიმშვიდეში დავიკარგები.
და იქ ვიქნებით
მე და გიტარა
სხვა ვერ შეგვიშლის
ვერ შემოგვყვების.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →