შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სიცარიელეში

ანა ხარატი 1 წლის წინ
სიცარიელე ფართოდ კარს მიხსნის,
ხან შიში მეუფლება, ხანაც უდარდელობა.
როგორღაც მინდა თავი დავაღწიო,
მარწუხებს ფესვებამდე კლანჭები ჩაუვლია.

მინდა ვინმემ ხელი მომკიდოს,
და სარეველასავით სულ ამომძირკვოს.
გარშემო თითქოს დახმარება სურთ.
გარიგენენ და საზრისს გასწავლიან,
არა და ვერ ხვდებიან
რაოდენ მწარედ,
რაოდენ მზაკვრულად ჭრილობას ხსნიან.
ჩაკეტილ გულსა და გონებაში
მათ არ უჩნდებათ ნათელი აზრი,
რომ ყორნებივით ხორცს გიწიწკნიან.

სიცარიელე ფართოდ კარს მიხსნის,
მე ისევ შიში, და  უდარდელობაც,
კვლავინდებურად მეუფლებიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →