ჩანაწერი
Laravel
მარტოდ
გათენდა,
მე ისევ მძინავს
საწოლში ლაღად.
სიზმარში ვხედავ,
როგორ აღმერთებს
პოეტი სიყვარულს
ლექსების კვალად,
და როგორ უძღვნის
თავისუფლებას
უკუნეთ სიტყვებს
გრძნობების ვალად.
გათენდა,
მე კიდევ მძინავს,
ვიცი გავიღვიძებ და
ლექსებს მივუძღვნი
ჩემს მარტოობას.
უკუნეთ სიტყვებს მხოლოდ მას ვჩუქნი,
და მას ვუტოვებ დაფარულს მარად.
მარტოსულობაც ხომ არის ღირსი,
სიტყვებით არსი გაუხალისო?
საუკუნეში ერთი ლექსი ხომ
მაინც ეკუთვნის მის დიდებულ სულს?!
შეღამებისას, მზის ჩასვლის სხივებს,
კალმით ხელში მარტო შევხვდები.
ჩემს სიზმრებში კი გაღმერთებულ გულს,
სიტყვებს ჩავუქსოვ სტროფების ქსელში,
და გაღვიძებულ მარტოსულ თვალებს
კვლავ დავანახებ მის კორიანტელს.
მე ისევ მძინავს
საწოლში ლაღად.
სიზმარში ვხედავ,
როგორ აღმერთებს
პოეტი სიყვარულს
ლექსების კვალად,
და როგორ უძღვნის
თავისუფლებას
უკუნეთ სიტყვებს
გრძნობების ვალად.
გათენდა,
მე კიდევ მძინავს,
ვიცი გავიღვიძებ და
ლექსებს მივუძღვნი
ჩემს მარტოობას.
უკუნეთ სიტყვებს მხოლოდ მას ვჩუქნი,
და მას ვუტოვებ დაფარულს მარად.
მარტოსულობაც ხომ არის ღირსი,
სიტყვებით არსი გაუხალისო?
საუკუნეში ერთი ლექსი ხომ
მაინც ეკუთვნის მის დიდებულ სულს?!
შეღამებისას, მზის ჩასვლის სხივებს,
კალმით ხელში მარტო შევხვდები.
ჩემს სიზმრებში კი გაღმერთებულ გულს,
სიტყვებს ჩავუქსოვ სტროფების ქსელში,
და გაღვიძებულ მარტოსულ თვალებს
კვლავ დავანახებ მის კორიანტელს.
Laravel
კომენტარი
0