ჩანაწერი
Laravel
შემოდგომა ბავშვობიდან
ფერთა სიუხვე და ჰაერში სიმწიფის სუნი.
ყურძნებსაც ჰკრეფენ, შარიშური გაუდის ჩალას.
შარიკა ცქმუტავს, გადაევლო ღობეს ყანაში,
დარჩეულ სიმინდს მოუძებნის ბებია ალაგს.
აენცმებიან ჩურჩხელები ვაგონებივით,
ცხელი თათარის სუნი ასდის ბებოს კალთიდან.
ჩამოარიგებს თითო ჯამით ცხელ-ცხელ თათარას
და მერე იწყებს ძველ-ძველ ამბებს ისევ თავიდან.
დგას შემოდგომა ბებოს სუნით, თავშლით, ფუსფუსით,
მწიფე ვაშლებით, ყურძნებით და ჩალის შრიალით,
ჭრიჭინების ხმით, თრთვილით, სადღაც მყეფარე ძაღლით,
მოგონებებით და ალბომის ფურცლის ფრიალით.
(ეძღვნება ბებოს ხსოვნას)

კომენტარი
0