შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ოჰ,სიყვარულო!

მე მოღრუბლული ცის ქვეშ ვიდექი,
ცრემლი მდიოდა როგორც მდინარე,
გამომეცხადე და გამიღიმე,
გამომაღვიძე მარად მძინარე.

მე ველად გაჭრილ ნიამორს ვგავარ
და რქებით დამაქვს გულის დარდები,
მარტოკა ვეძებ თბილ თავშესაფარს,
ნუთუ,ოდესმე შეგიყვარდები?...

ისრით დაჭრილი გულ-მკერდი დამაქვს,
ვეპოტინები ბალახს ნამიანს,
თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ,
როგორ მაჩუქებ კოცნას წამიანს.

❤️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →