შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ომი რუსის ომში

ხელი ნუ გაქვს ფქვილში...
თავი ნუ გაქვს ცომში...
ადე, თორემ გელის
ომი რუსის ომში!!!

ფეხი ნუ გაქვს მჭადში...
ტანი ნუ გაქვს ღომში...
გამო, თორემ გელის
ომი რუსის ომში!!!

უკანასკნელი ხარ
შენ ქართველის ტომში...
წამო, თორემ გელის
ომი რუსის ომში!!!

გაგავარჯიშებენ
მალე მწყობრში დგომში...
მოდი, თორემ გელის
ომი რუსის ომში!!!

ნუგეშს ნუღარ ეძებ
ხან მგელში, ხან ლომში...
ქენი, თორემ გელის
ომი რუსის ომში!!!

დარდს ვერ განიქარვებ
კოლასა და რომში...
ჩქარა, თორემ გელის
ომი რუსის ომში!!!

ღორს მაგრად ჰკიდია
ხურმაა, თუ კომში...
დროზე, თორემ გელის
ომი რუსის ომში!!!

#არარუსულტერორისტულრეჟიმს
#მშვიდობიანირევოლუცია
#ომირუსისომში
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →