შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დაგღუპავს ეგ ღლიცინი

გატყუებენ, იცინი...
გაფურთხებენ, იცინი...
ჯერ ვერ აცნობიერებ,
დაგღუპავს ეგ ღლიცინი.

ძაღლივით გსიამოვნებს
გულ-მუცელზე ხიცინი.
იქნებ მიხვდე ოდესმე,
დაგღუპავს ეგ ღლიცინი.

დორბლი მოგდის, გაოგნებს
ბანკნოტების ტკიცინი.
კარგად უნდა გაიგო,
დაგღუპავს ეგ ღლიცინი.

უკან ნუღარ უძვრები,
გეყო კუდის ქიცინი...
ვერ გიშველის ვერავინ,
დაგღუპავს ეგ ღლიცინი.

ჩირქის გროვად იქეცი
გინდა სინტომიცინი.
სამარეში ჩაგიყვანს,
დაგღუპავს ეგ ღლიცინი.

#არარუსულტერორისტულრეჟიმს
#დაგღუპავსეგღლიცინი
#დაადუმერუსეთუმე
#გააგდექოცი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →