შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჯიგარია მასონი

დამილაგა ქვეყანა,
გამიკრიჭა გაზონი..
ამ სამყაროს ის მართავს,
ჯიგარია მასონი ;)

დაამარცხა რუსები,
მოიფიქრა ფასონი...
ამ სამყაროს ის მართავს,
ჯიგარია მასონი ;)

კაცებს რომ არ შესცივდეთ
მოიფიქრა კალსონი...
ამ სამყაროს ის მართავს.
ჯიგარია მასონი ;)

თავის ადგილს იპოვის
ლაქია და გარსონი...
ამ სამყაროს ის მართავს,
ჯიგარია მასონი ;)

#ჯიგარიამასონი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →